მაისი 18, 2022

ფამაგუსტას “ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ 24sports-თან საუბარში თავისი კვიპროსული მოღვაწეობა შეაფასა:

“ანორთოსისში მქონდა ძალიან წარმატებული ორი წელი, უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ გასულ სეზონში, ჩემპიონატის შეჩერების სახით, ჩვენს წინააღმდეგ ასეთ საფეხბურთო დანაშაულს ჩაიდენდნენ.

ახლა ფიქსირდება კორონავირუსით გარდაცვალების 400-500 შემთხვევაში, თუმცა ფეხბურთს ხომ მაინც თამაშობენ?! რთული იყო ამ ყველაფრის მიღება.

მთელი ყურადღება გადატანილი გვაქვს კვიპროსის თასის ფინალზე და აქედან გამომდინარე, ჩემპიონატის ბოლო ტურში რამდენიმე მოთამაშე დავასვენე”.

შეგახსენებთ, რომ “თეთრ-ლურჯები” კვიპროსის თასის ფინალის ფარგლებში დაუპირისპირდებიან ნიქოზიას “ოლიმპიაკოსს”, 15 მაისს, 21:30 საათზე.

აქვე დავამატებთ, რომ აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.