
გიორგი მიქაუტაძის სერენმა ბევერენს უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში აჯობა და მომავალი წლიდან ბელგიური ფეხბურთის ელიტაში ითამაშებს. გიორგიმ ორმატჩიან დაპირისპირებაში მეტოქის კარში 3 გოლის გატანა მოახერხა. ქართველმა შემტევმა 2-ჯერ პენალტით გაიტანა, ხოლო ერთხელ თამაშიდანაც გამოიჩინა თავი.
ბელგიური ფეხბურთის პოდკასტმა მიქაუტაძე კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. მასთან ერთად შეტევის ხაზში კონგოელი მბოკანი მოხვდა, რომელმაც ანტვერპენის მაისურით ანდერლეხტს დუბლი შეუსრულა. გიორგიმ სერენის აღზევებაში დიდი წვლილი შეიტანა. მან ბელგიური კლუბის მაისურით ამ სეზონში 22 გოლის გატანა მოახერხა.