სექტემბერი 30, 2022

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე რიკიშებმა მეორე დღის ბრძოლები ჩაატარეს.

ნაცუ ბაშოზე მყოფ 4 ოძეკიდან სამმა მარცხი განიცადა.

ოძეკი ასანოიამა მე-2 მაეგაშირა მეისეისთან ოშიდაშით წააგო.
ოძეკი ტაკაკეიშოს კი კომოსუბი მიტაკეუმიმ ოშიდაშით სძლია.

ოძეკი შოდაიმ კი პირველ მაეგაშირა ვაკატაკაკაგესთან ვერაფერი გააწყო.
იგი მეტოქემ დოჰიოდან იორიკირით გადადგა.

ოძეკი ტერუნოფუჯიმ გამარჯვება
პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯისთან ოკურიდაშით მოიპოვა.

ოძეკების ხვალინდელი ბრძოლების განრიგი ასეთია:
ოძელი ტაკაკეიშო : #1 ჰოკუტოფუჯი
ოძეკი ასანოიამა : #1 ვაკატაკაკაგე
#2 ტობიძარუ : ოძეკი ტერუნოფუჯი
ოძეკი შოდაი : კომუსუბი დაიეიშო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.