
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურის პრინციპულ შეხვედრაში ერთმანეთს ,,რეალი” და ,,სევილია” დაუპირისპირდნენ.
მადრიდის, ,,ალფრედო დი სტეფანოს” სტადიონზე გამართული მატჩი დრამატული, უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 2:2 დასრულდა. ამ შედეგის გათვალისწინებით, ლა ლიგაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.
მე-12 წუთზე ,,რეალმა” გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა კარის აღების ფაქტი ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ არ დააფიქსირა.
22-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. გოლი ხორვატ ივან რაკიტიჩის პასით ბრაზილიელმა ფერნანდომ გაიტანა.
,,სამეფო კლუბმა” წონასწორობა 67-ე წუთზე აღადგინა.
ანდალუსიელების კარი შეცვლაზე ერთი წუთით ადრე მიედანზე შესულმა ასენსიომ დალაშქრა.
78-ე წუთზე მილიტაოს ბურთი ხელზე მოხვდა და ,,სევილიას” სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა.
11-მეტრიანის ნიშნულთან ივან რაკიტიჩი მივიდა. მან შანსი გამოიყენა და ,,სევილია” წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა.
მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში გერმანელმა ტონი კროოსმა მეტოქის კარისკენ შორი მანძილიდან დაარტყა. ბურთი ედენ აზრის მოხდა ბონოს კარის ბადეში გაეხვა.
საბოლოოდ, ,,რეალისა” დ ,,სევილიას” დრამატული ორთაბრძოლა ფრედ 2:2 დასრულდა.
ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ლიდერ ,,ატლეტიკოს” 77 ქულა გააჩნია.
II-III ,ადგილებს მტერ-მეტოქეები ,,რეალი” და ,,ბარსელონა” იყოფენ
,,სევილიას” 71 ქულა აქვს და ჩეპიონობისთვის ბრძოლას ფაქტობრივად, ჩამოცილდა
,,რეალი” 2:2 ,,სევილია”
22′ ფერნანდო (0-1), 67′ ასენსიო (1-1), 78′ რაკიტიჩი პენ. (1-2), 80+4′ აზარი (2-2)
,,რეალი”:. კურტუა, ოდროსოლა, მილიტაო, ნაჩო, მარსელო (66′ გუტიერესი), მოდრიჩი (66′ ასენსიო), კაზემირო, კროოსი, ვალვერდე, ჟუნიორ ვინისიუსი (78′ აზარი), ბენზემა
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
,,სევილია”: ბონო, ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, აკუნია, ჯორდანი (84′ გუდელი), ფერნანდო, რაკიტიჩი (88′ ტორესი), სუსო (83′ ოსკარი), ოკამპოსი (88′ დე იონგი) გომესი (57′ ელ ნესირი)