
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 1/2 ფინალში თბილისის ,,დინამო” გავიდა.
დედაქალაქელებმა 1/4 ფინალში ,,ქუთაისს” სერია 2:1 მოუგეს.
გადამწყვეტი ორთაბრძოლა ქუთაისის, ,,სპორტის სასახლეში” გაიმართა.
დრამატულ ბრძოლაში ,,დინამომ* მასპინძლებს 89:80 სძლია.
გამარჯვებული გუნდიდან 21 ქულით ნიკოლოზ დარბაიძე გამოირჩა.
,,დინამოს” 19 ქულით
მაიკლ ედუარდსი შეეწია.
ვლადიმერ თავაქარაშვილმა 15 მოაგროვა.
ლუკა ბულაშვილმა კი 12 ქულა ჩააგდო.
იმერული კლუბიდან ორმაგი დუბლი საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა აკაკი დვალიშვილმა და ილია ლონდარიძემ შეასრულეს.
დვალიშვილმა თავი 19 ქულას და 10 მოხსნას მოუყარა.
ლონდარიძემ ,,ქუთაისს”’ 18 მოხსნა და 10 პასი შესძინა.