სექტემბერი 15, 2024

ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში “შტურმი” საკუთარ  მოედანზე”ზალცბურგთან” 1-3 დამარცხდა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ავსტრიის ჩემპიონთა კარი 56-ე წუთზე აიღო, 74-ე წუთზე კი ჩვენებური შეცვალეს.

ოთარ კიტეიშვილისთვის მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი იყო. 24 ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 6 გოლის გარდა 4 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ამ წაგების შემდეგ 29 ტურში “შტურმს” 27 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *