მაისი 20, 2022

სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოში სტარტი სუპერტურნირმა ნაცუ ბაშომ აიღო.

ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში პირველი ორთაბრძოლა ოთხივე ოძეკიმ ასანოიანამ, ტაკაკეიშომ, შოდაიმ და ტერუნოფუჯიმ მოიგეს.

ასანოიამამ დღის დასკვნით დაპირისპირებაში კომუსუბი დაეიეშო ოკინოუმით დაამარცხა.

ოძეკი შოდაიმ პირველ მაეგაშირა
ჰოკუტოფუჯის ცუკიოტოშით სძლია.

ოძეკი ტაკაკეიშომ გამარჯვება პირველ მაეგაშირა ვაკატაკაკაგესთან ოშიდაშით მოიპოვა.

ოძეკი ტერუნოფუჯიმ მე-2 მაეგაშირა მეისეის პირველი მარცხი კიმედაშის კიმარიტეთი აგემა.

ოძეკების ხვალინდელი დღის განრიგი:
ოძეკი ასანოიამა :#2 მეისეი
#1 ჰოკუტოფუჯი : ოძეკი ტერუნოფუჯი
ოძეკი შოდაი : #1 ვაკატაკაკაგე
ოძეკი ტაკაკეიშო : კომუსუბი მიტაკეუმი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.