
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ერთმანეთს გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და იტალიელი მატეო ბერეტინი დაუპირისპირდებიან.
ზვერევმა 1/2 ფინალურ შეხვედრაში ავსტრიელი დომინიკ ტიმი 2-სეტში 6-3, 6-4 დაამარცხა.
მატეო ბერეტინიმ კი ნორვეგიელ კასპერ რუუდის მოუგო.
აპენინელმა სკანდინავიელ
მეტოქეს 2-სეტში 6-4, 6-4 სძლია.
მადრიდის მასტერსის ფინალი 9 მაისს გაიმართება.
შეხვედრა თბილისის დროით სტარტს 20:30 საათზე აიღებს.