მაისი 17, 2022

 

კრისტალებეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩში  ბათუმის ახალ არენაზე “დინამო” ბათუმმა “დინამო” თბილისის 1-0 დაამარცხა და ჩემპიონატის სათავეში მოექცა.

 

ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. მაღალ ბურთზე პაპავამ კარგად ვერ ითამაშა და ფანცულაიასგან ბურთი ჯიღაურს მიუვიდა, რომელმაც კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა.

 

მე-2 ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტები ნაკლებად შექმნეს და ბათუმელებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღეს, რითაც და პირველ ადგილზე გადაინაცვლენ.

 

63-ე წუთზე თბილისის რიგებში დებიუტი ჯანო ანანიძეს ჰქონდა, რომელსაც აჭარელი გულშემატკივარი სტვენით შეხვდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.