აგვისტო 8, 2022

 

რობერტო ბაჯო დაიბადა 1967 წლის 18 თებერვალს კალდონიაში (ვიჩენცა). საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ სამოყვარულო გუნდში დაიწყო, სადაც ,,ვიჩენცას” სკაუტების ყურადღება მიიქცია და 14 წლის ბაჯო ჯერ გუნდის ახალგაზრდულ, ერთი წლის შემდეგ კი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. 1984/85 წლის სეზონში, რობის 12 გოლი გააქვს და გუნდს სერია ბ-ში აღზევებაში ეხმარება. ახალგაზრდა ტალანტმა იტალიის წამყვანი გუნდების ყურადება მიიქცია, მაგრამ მათ შორის ყველაზე გულუხვი ,,ფიორენტინა” აღმოჩნდა და რობიმ ფლორენციას მიაშურა. ,,ვიჩენცაში” გამოსვლის ბოლო დღეებში ბაჯო იღებს მარჯვენა მუხლის სერიოზულ ტრამვას, თუმცა ,,იების” პრეზიდენტ პერჩეზარე ბარეტის ეს ფაქტი არ აღელვებსდა მაინც აძლევს რობის შანს. 85/86 წლის სეზონში ,,ცხენის კუდა” (ბაჯოს ზედმეტსახელი) ერთხელაც არ ჩნდება მწვანე საფარზე, ის ტრამვის მოშუშებით არის დაკავებული.

ბაჯოს დებიუტი სერია ა-ში 1986წლის 21სექტემბერს სამპდორიასთან მატჩში შედგა, ხოლო სადებიუტო გოლი კი 1987წლის 10მაისს დიეგიო მარადონას ,,ნაპოლის” გაუტანა, ეროვნული ნაკრების მაისური კი ოდნავ მოგვიანებიტ 1988წლის 16ნოემბერს ჰოლანდიასან მოირგო. ფიორენტინას რიგებში რობის ბოლო სეზონი წარმატებული გამოდგა, მან სერია ა-ში, 32მატჩში 17გოლი გაიტანა და ასევე დაეხმარა გუნდს გასულიყო “უეფას ლიგის” ფინალში სადაც ტურინის ‘იუვენტუსთან” დამარცხდა, სწორედ ეს მატჩი გახდა გადამწყვეტი და ტურინულმა გრანდმა “იებს” ბაჯოში 17მილიონი დოლარი შესთავაზა, რაც იმ დროისთვის რეკორდული იყო, ფიორეს ხელმძღვანელობამ ცდუნებას ვერ გაუძლო და რობი ტურინში აღმოჩნდა.

ასე დაიწყო ბაჯოს ტურინული კარიერა რომელიც 5წელი გრძელდებოდა, ამ ხნის განმავლობაში, იუვესთან ერთად ის ხდება იტალიის ჩემპიონი, ასევე იტალიისა და უეფას თასების მფლობელი. 1993წელს ეუფლება დამსახურებულ ტიტულს ,,ოქროს ბურთს” 1994წლის მუნდიალზე, მიუხედავად შთამბეჭდავი გამოსვლისა “ცხენის კუდა”, ტურნირის “ანტი გმირი” ხდება აცელს რა 11მეტრიანს ბრაზილიასთან ფინალურ შეხვედრაში. აღსანიშნავია ის ფაქტის რომ “იტალიელთა ათიანი” ფინალზე დაჭიმული მყესით გამოვიდა, ასევე აუცილებად უნდა აღინიშნოს ის ფაქტის რომ ბაჯოს  სწორად შესრულების შემთხვევაშიც კი, ბრაზილიას რჩებოდა კიდევ ერთი დასარტყმელი პენალტი და მისი აცილების შანსი მიზერული იყო, რადგან ბურთთან რომარიო მივიდოდა

ამის შემდეგ რობი ვეღარ პოულობს საკუარ ადგილს ტურინში, ამას ერთვის ის ფაქტიც რომ დელპიერო უფროდა უფრო მყარად იკიდებს ფეხს გუნდში, ამის ფონზე რობის ხელფასის მესამედს სთავაზობენ, რის გამოც ის ტოვებს გუნდს და “მილანში გადადის.

სამწუხაროდ მისი მილანური ვოიაჟი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა, რადგან მილანელთა თავკაცი ფაბიო კაპელო არ განიხილავდა მას როგორც ძირითადის ფეხბურთელს და მხოლოდ შეცვლაზე ათამაშებდა, მიეხედავად ამისა რობი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მოახეხა ორჯერ ზედიზედ, სკუდეტოს მოგება ორ სხვადასხვა გუნდში.

რობერტო იღებს გადაწყვეტილებას, დატოვოს მილანი და დაიწყოს ყველაფერი თავიდან, “ბოლონიაში”, სადაც ის ამყარებს პირად რეკორდს, 22გოლი 30 თამაშში, რის შემდეგაც იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე მალდინი, იძულებული ხდება  გამოიძახოს ბაჯო 1998 წლის მუნდიალისთვის. სამწუხაროდ რობის არც ამ შემთხვევაში ეძლევა საშუალება გამოავლინოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რადგან მალდინი უპირატესობას დელ პიეროს ანიჭებს. მიხედავად ამისა, რობის მაინც გააქვს მუნდიალზე გოლი და ხდება ერთადერთი, იტალიელი რომელმაც შეძლო გოლის გატანა სამ სხვადასხვა მუნდიალზე.

იმავე ზაფხულს ,,ცხენის კუდა” გადადის ,,ინტერში”. მისი ეს გადაწყვეტილება გაუმართლებელი აღმოჩნდა რადგა ინტერელთა მთავარი მწვრთელი მარჩელო ლიპი, არ სწყალობს რობის, რასაც საბოლოოდ ნაკრებში ადგილის დაკარგვამდე მიჰყავს. მიუხედავად ამისა მისი ყოველი გამოჩენა გულშემატკივართათვის დღესასწაული იყო. ინტერის წარმატებაში ბაჯოს ბოლო წვლილი იყო, დუბლი პარმას კარში, რომელშიც ლიგის ბოლო საგზური თამაშდებოდა.

მას შემდეგ რაც რობიმ ვერ იპოვა ვერცერთ გრანდში თავისი ადგილი, გადაწყვიტა პროვინციულ გუნდში “ბრეშიაში” გადასვლა, რომელსაც კარლო მაცოლა თავკაცობდა, მის მთავარი მიზანი 20002ლის მუნდიალზე მოხვედრა იყო, უმცა ბედის ირონიით ბაჯო იღებს უმძიმეს ტრამვას, ჯვარედინა მყესების გაწყვეტა. რის შემდეგაც ის ვერ აერხებს სათანადოდ მომზადებას.

რობიმ თავისი ბოლო მატჩჩი ნაკრების შემადგენლობაში 2004 წლის 28 აპრილს გენუაში, ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარა. მთიანობაში ნაკრებში მისი მონაგარი 56მატჩი და 27 გოლია, რაც ნაკრების არსებობის მანძილზე მეხუთე შედეგია, იმავე წლის 14 მარტს, პარმასთან დაპირისპირების დროს, რობის გააქვს თავისი მე_200_ე გოლი სერია ს-ში, რითიც გაიმეორა ისეთი ლეგენდების შედეგი. როგორების იყვნენ: სილვიო პიოლა, გუნარ ნორდალი, ჯუზეპე მეაცა და ჟოზე ალტაფანი.

კარიერაში თავისი მე-300-ე გოლი რობიმ პიაჩენცას გაუტანა, რითიც გახდა პირველი ფეხბურთელი რომელმაც 50წლის ინტერვალის შემდეგ მოახერხა ამ ნიშნულის გადაკვეთა პიოლასა (364) და მეაცას(338) შემდეგ

ბაჯომ ბოლო მატჩი 2004წლის 16მაისს ,,სან–სიროზე” მილანის წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩის 88 წუთზე “ბრეშიას” თავკაცმა ჯანი დებიაზიმ, შეცვალა რობი, მისცა რა მას შესაძლებლობა მიეღო დამსახურებული აპლოდისმენტები, გადავსებული “სან–სიროსგან”

ნიშნად პატივისცემისა და დიდი სიყვარულისა, ,,ბრეშიამ” რობის 10 ნომრიანი მაისური სამუდამოდ ამოიღო ხმარებიდან.

მოამზადა დავით ბარსეგიანმა

10 thoughts on “დიდებული რობერტო ბაჯო და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაფუჭებული პენალტი

  1. Howdy would you mind sharing which blog platform you’re working with?

    I’m planning to start my own blog in the near future
    but I’m having a hard time selecting between BlogEngine/Wordpress/B2evolution and Drupal.
    The reason I ask is because your design and style seems different then most blogs and I’m
    looking for something completely unique. P.S My apologies for being off-topic but I had to ask!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: your asmr კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.