მაისი 24, 2022

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა.

ბათუმის მშვენიერ სტადიონზე ერთმანეთს ლიდერები ადგილობროვი, ,,დინამო” და თბილისის ,,დინამო” დაუპირისპირდნენ.

აჭარლებმა შეხვედრა მაღალ.დონეზე ჩაატარეს და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე გიორგი ფანცულაიას პასით თბილისელთა გუნდის ყიფილმა ფეხბურთელმა ჯამბულ ჯიღაურმა გაიტანა.

პრინციპულ მატჩს ბათუმის ,,დინამოს” ბევრი ქომაგი დაესწრო. მათ სტადიონზე ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო შექმნეს

ამ გამარჯვებით ზღვისპირულმა
,,,დინამომ” 25 ქულა დააგროვა და თბილისის ,,დინამოს” დაეწია.
ეს გუნდები სატურნირო ცხრილში I-II ადგილებს იყოფენ.

,,დინამო” (ბათუმი) 1:0 ,,დინამო* (თბილისი)
42′ ჯიღაური

,,სამტრედია”2:2,,შუქურა” (ქობულეთი)
9′ რუხაძე (1-0), 45′ კობახიძე (2-0), 54’74’ ინგოროყვა (2-1,, 2-2)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.