ოქტომბერი 12, 2024

გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ,,ლაიფციგმა” დორტმუნდში, ,,ბორუსიასთან” 2:3 წააგო და ლიდერი ,,ბაიერნისთვის” მიუღწეველი გახდა.

ამ დროის გერმანიის ყველა დროის საუკეთესო გუნდს 71 ქულა აქვს და 3 თამაში დარჩენილი.
,,ლაიფციგს” კი 64 ქულა გააჩნია და ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში  მხოლოდ ორი ორთაბრძოლის გამართვა მოუწევს.

ასე, რომ მიუნხენის ,,ბაიერნი” გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ მეცხრედ გახდა.
ისტორიაში კი ბუნდესლიგის ჩემპიონისთვის განკუთნილი ვერცხლის სინი ოცდამეათედ (30) აღმართა.

,,ბაიერნი” 32-ე ტურის შეხვედრას
,,მიუხენგლადბახთან” შინ, ,,ალიანს არენაზე” ჩაატარებს და მატჩის დასრულების შემდეგ მორიგ ტიტულსაც იზეიმებს.

,,დორტმუნდი” 3:2 ,,ლაიფციგი”
7′ როისი (1-0), 51′ სანჩო (2-0), 63′ კლოშტერმანი (2-1), 77′ ოლმო (2-2), 87′ სანჩო (3-2)

,,ჰოფენჰაიმი” 4:2 ,,შალკე”
12′ უტი (0-1), 42′ მუსტაფი (0-2), 47′ კრამარიჩი (1-2), 52′ აკპოგუმა (2-2), 60′ ბაუმგარტნერი (3-2), 64′ ბებოუ (4-2)

,,ვერდერი” 0:0 ,,ლევერკუზენი”
გაძევება: 90+4′ დინკჩი (,,ვერდერი”)

,,ვოლფსბურგი” 3:0 ,,უნიონი”
12′ 73′ 90′ ბრეკალო (1-0, 2-0, 3-0)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *