სექტემბერი 26, 2022

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა ,,პსჟ”-სთან მოქმედი კონტრაქტი 5 წლით გაახანგრძლივა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი პარიზულ კლუბში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ნეიმარი ,,პსჟ”-ში 2017 წლიდან გამოდის.
მასში ფრანგულმა კლუბმა ,,ბარსელონას” სარეკორდო თანხა 222 მილიონი ევრო გადაუხადა.

ნეიმარს ,,პსჟ”-ში 144 მატჩი აქვს გამართული და 85 გოლი გატანილი.

29 წლის ნეიმარს პარიზელებთან ერთად 3-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული.
2-2-ჯერ კი საფრანგეთის თასი, ლიგის თასი და სუპერთასი აღმართა.

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელს კარიერაში ,,პსჟ”-სა და ,,ბარსელონას” გარდა მშობლიურ ,,სანტოსში” აქვს ნათამაშები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.