მაისი 22, 2022

სპორტული მედია marca.ge დაუკავშირდა ,,მერანის” აღმასრულებელ დირექტორს – გიგა სურმავას. 

„მერანი“ მომავლის გუნდია – განაცხადა ბატონმა გიგამ. გაგვაცნო ,,მერანის” ჩამოყალიბების ისტორია და სამომავლო გეგმები. ისაუბრა ,,მერანი 2″ -ზე.

განსაკუთრებით საინტერესოა პირველი წრის და წინა ტურის მატჩის შესახებ მისი შეფასება და გუნდის სამომავლოდ განვითარების შესაძლებლობები.

შეგახსენებთ, ამ რამდენიმე დღის წინ მარტვილის გუნდ ,,მერანს” ჰქონდა მატჩი თბილისში, რომელიც არც ისე ცუდი შედეგით 1-1 დასრულდა.

 

საწყისი ეტაპი

„მერანში“ ჩვენი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ, პირველი რაც გავაკეთეთ ეს იყო, რომ გუნდის სამწვრთნელო სტაფი მთლიანად დავაკომპლექტეთ ადგილობრივი კადრებით, ახალგაზრდა მწვრთნელებით, რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და გვჯერა, რომ შედეგს დადებენ. ასევე, „მერანში“ ბევრი მარტვილელი ფეხბურთელი დავაბრუნეთ. ცალკე აღნიშვნის ღირსია კიჭი მელიავას დაბრუნება, რომელიც გუნდის კაპიტანია. ის შარშან „დინამო ბათუმში“ თამაშობდა და წელსაც ბევრი სხვა კარგი შემოთავაზებები ჰქონდა ეროვნულ ლიგის კლუბებიდან, მაგრამ მშობლიურ გუნდს დაუდგა გვერდში.

აქვე უნდა ითქვას „მერანი 2“-ზე. საკმაოდ მოკლე დროში, შევძელით ძალების გადანაწილება და ახალგაზრდა ფეხბურთელებით „მერანი 2“-ის გუნდის გაძლიერება, რომელსაც მიზნად დავუსახეთ ლიგა 4-ში აღზევება. ეს გეგმა ზედმიწევნით შესრულდა, რადგან რეგიონლიგაში ჩვენს ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და „მერანი 2“ ახლა ლიგა 4-ში ასპარეზობს. ეს კლუბისთვის ფინანსურადაც მომგებიანია და სხვა მხრივ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დიდი შანსია აქ თავის გამოჩენის შემთხვევაში დაწინაურდნენ ძირითად გუნდში.

 

მიზანი და მომავალი გეგმები

როგორც ავღნიშნე, გუნდში ძირეული ცვლილებებია და ეს სეზონი უფრო ახალ რელსებზე გადასვლის და დალაგებისთვის იქნება, წელს შედარებით მოკრძალებული ამბიცია გვექნება და სამეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ. ბევრი იდეა და გეგმები გვაქვს და გვინდა ეტაპობრივად განვახორციელოთ. ახლახანს, „მერანის“ გულშემატკივრებს შევხდით და გავაცანით მოსალოდნელი სიახლეები.. ჩვენი გუნდის ქომაგების აზრს და მხარდაჭერას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ვაპირებთ მუდმივად ვიყოთ კომუნიკაციაში „მერანელებთან“ და ერთად ვიფიქროთ „მერანის“ მომავალზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ფანშოპის გახსნას, გვაქვს სხვა სიახლეებიც.

 

პირველი წრის შეფასება და წინა ტურის მატჩი

პირველ წრეს, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დადებითად შევაფასებ. პირველი წრე მესამე ადგილზე დავასრულეთ და ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის იმის ფონზე, რომ გუნდი როტაციას გადის, ასევე დიდი საკადრო პრობლემები გვქონდა და გვაქვს ფეხბურთელების ტრავმიანობის გამო. ტრავმისგან არცერთი გუნდი არაა დაზღვეული და ეს ფეხბურთს თან სდევს, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა ერთი და იგივე პოზიციაზე და ბოლო ტურები მწვრთნელს არაერთხელ მოუწია გუნდის გადაწყობა. იმედი მაქვს, მალე დატოვებენ „მერანის“ ლაზარეთს ბიჭები და უფრო გავძლიერდებით.

 

რაც შეეხება თბილისის „მერანთან“ მატჩს, შეიძლება ითქვას დერბი იყო და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, საკმაოდ კარგი ფეხბურთი შევთავაზეთ მეტოქეს და ბოლო წუთებამდე ვიგებდით ამ მატჩს, მაგრამ სამწუხაროდ 86-ე წუთზე გაგვითანაბრეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

 

ჩვენი მთავარი მიზანია, „მერანი“ გახდეს სტაბილური, წარმატებული გუნდი, რომელსაც ექნება მაღალი მიზნები. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლებსაც ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ იმისთვის, რომ თავი წარმოაჩინონ და საკუთარი კარიერის შექმნასთან ერთად, „მერანს“ გამოადგნენ.

marca.ge წარმატებებს უსურვებს მომავლის გუნდს!

61 thoughts on “„მერანი“ – მომავლის გუნდია! – გიგა სურმავა, აღმასრულებელი დირექტორი

  1. შალვა ქობალია, კიდევ ერთხელ მოგმართავ მასალას დაუბრუნე ავტორი! პლაგიატი კანონით ისჯება ( ეს ინტერვიუ ჩავიწერე მე – მანანა ლეშკაშელმა და კიდევ 200 ზე მეტი ნიუსი,ინტერვიუ, სტატია, რომელიც შენ გუშინ მიითვისე)

  2. First of all I would like to say excellent blog!

    I had a quick question which I’d like
    to ask if you do not mind. I was curious to find
    out how you center yourself and clear your thoughts
    prior to writing. I’ve had a hard time clearing my mind in getting my ideas out there.

    I truly do take pleasure in writing but it just seems like the first 10 to
    15 minutes are usually lost simply just trying to
    figure out how to begin. Any ideas or tips?

    Thank you!

  3. Indihome Jakarta Timur sekarang ada dengan pelayanan pasang jaringan Indihome lewat
    cara online, anda tak perlu ada ke kantor indihome untuk lakukan pendaftaran penempatan indihome.
    Ini sebagai wujud service digital paling depan dari Indihome Jakarta Timur untuk membantu penduduk Jakarta Timur yang pengin nikmati jaringan internet cepat indihome.

    Dengan memanfaatkan Technologi Fiber Optik, kami tawarkan beberapa pelayanan paket internet
    seperti Singgel Play, Dual Play namun juga Triple Play.
    Tidak hanya itu kami pun menjajakan sejumlah Add On Favorit buat anda cicipi dengan keluarga.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.