მაისი 24, 2022

მზიან და სამაისო ქალაქ ქუთაისში დაიწყო საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში, რომელშიც 5 ქვეყნის 40-მდე ტანმოვარჯიშე მონაწილეობს.

საერთაშორისო ტურნირის გახსნის ცერემონიას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტურნირში საქართველოს, ბელორუსის, ლატვიის, პოლონეთის და სომხეთის ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.

„მოხარული ვარ, რომ ქუთაისი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა დონის საერთაშორისო ღონისძიებას. დღეს ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყო ქალაქის ტანვარჯის სპორტულ სკოლაში. ქუთაისს ჰყავდა და ჰყავს გამორჩეული ტანმოვარჯიშეები. წარმატებებს ვუსურვებ ტურნირის ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით, ქუთაისელ სპორტსმენებს“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ტურნირი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით იმართება და 10 მაისს დასრულდება.

ასევე, გაიმართება შეჯიბრი „ჩვენ მომავალი ოლიმპიელები“, სადაც სპეციალური პრიზი – ქუთაისის თასი გათამაშდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.