დეკემბერი 7, 2022

მადრიდის ,,რეალის” ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკო შესაძლოა ფრანკფურტის ,,აინტრახტის” მთავარი მწვრთნელი გახდეს.ამის შესახებ ინფორმაციას, ,transfermarkt” ავრცელებს.

რაული ამჟამად ,,რეალის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელია, რომელმაც გასულ წელს 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

,,აიტრახტის” ხელმძღვანელები რაულს უკვე დაუკავშირდნენ და თანამშრომლობა შესთავაზეს.
ჯერჯერობით უცნობია ესპანელი სპეციალისტის პოზიცია.

,,აინტრახტს” და ,,რეალს” ურთიერთთანამშრობლობის კარგი ისტორია აქვთ.  მათ ბოლო პერიოდში ერთად რამდენიმე ტრანსფერზე წარმატებით იმუშავეს.

,,აინტრახტი” ბუნდესლიგაში მე-4 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაში გასასვლელად იბრძვის.

43 წლის რაულმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა მადრიდის ,,რეალში” დაიწყო.
ესპანელი ფორვარდი ,,სამეფო კლუბის” მთავარ გუნდში 1994 წელს მოხვდა.

მადრიდელთა ლეგენდა გუნდის ღირსებას 16 წლის განმავლობაში, 1995-2010 იცავდა. მან ,,რეალის” მაისურით 550 შეხვედრაში 228 გოლი გაიტანა.

კარიერის მიწურულს რაული ,,შალკეში” და ,,ალ სადში” გამოდიოდა.

რაულ გონსალესს ბლანკო ესპანეთის ნაკრებში 1996-2006 წლებში თამაშობმა. მას ეროვნული გუნდის მაისურით 102 მატჩი აქვს ჩატარებული და 44 გოლი გატანილი.

რაულმა საფეხბურთო კარიერა ,,ნიუ იორკ კოსმოსში” დაასრულა.
მან ბუცები ლურსმანზე 37 წლის ასაკში ჩამოკიდა.

ესეც რაულის ტიტულები:

ლა ლიგა: 1994–95, 1996–97, 2000–01, 2002–03, 2006–07, 2007–08
ესპანეთის სუპერთასი: 1997, 2001, 2003, 2008
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 1997–98, 1999–2000, 2001–02
უეფა-ს სუპერთასი: 2002
საკონტინენტთაშორისო თასი: 1998, 2002
გერმანიის დროშა შალკე 04
გერმანიის თასი: 2010–11
გერმანიის სუპერთასი: 2011
კატარის დროშა ალ-სადი
კატარის პრემიერ ლიგა: 2012–13
კატარის ემირის თასი: 2014
აშშ-ის დროშა ალ-სადი
ჩრდ. ამერიკის საფეხბურთო ლიგა: საგაზაფხულო სეზონი 2015
ინდივიდუალური რედაქტირება
ტელმო სარას თასი: 1995–96, 1998–99, 2000–01, 2002–03
ლა ლიგის საუკეთესო ესპანელი მოთამაშე: 1996–97, 1998–99, 1999–2000, 2000–01, 2001–02
პიჩიჩის თასი: 1998–99, 2000–01
მსოფლიოს წლის საუკეთესო ბომბარდირი IFFHS ვერსიით: 1999
ევრო 2000 შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 1999–2000, 2000–2001
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ასისტენტი: 2002–03 [4]
უეფა-ს წლის საუკეთესო საკლუბო თავდამსხმელი: 1999–2000, 2000–01, 2001–02
ევრო 2000 სიმბოლური ნაკრების წევრი: 2000
ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 1998–1999, 2000–2001
ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვერცხლის ბურთის მფლობელი: 2001
ფიფა-ს წლის მესამე საუკეთესო ფეხბურთელი: 2001
ესპანეთის თასის საუკეთესო ბომბარდირი: 2001–02, 2003–04
ფიფა-ს ასეული (FIFA 100): 2004 [5][6][7][8][9]
ლა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დი სტეფანოს პრიზი: 2007–08 [10][11][12]
ესპანური სპორტული გაზეთის ჯილდოს Marca Leyenda-ს მფლობელი: 2009 [13]
ბრინჯაოს ბუცი: 1999, 2001

8 thoughts on “ლეგენდარული რაული შესაძლოა ,,აინტრახტის” მწვრთნელი გახდეს

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: garage door service brisbane კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.