მაისი 24, 2022

ზენიტის მარჯვენა მცველმა ვიაჩესლავ კარავაევმა რუბინის ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიასა და ფეხბურთელის შესაძლო ევროპულ ტრანსფერზე ისაუბრა.
“როცა ფეხბურთელი ინდივიდუალურად ძლიერია, შეუძლებელია მცველმა მის წინააღმდეგ უშეცდომოდ ითამაშოს. ხვიჩას წინააღმდეგ ასპარეზობა რთულია.
ჩანს, რომ კვარაცხელია მართლაც ტოპ-ტალანტია, მრავალმხრივი ფეხბურთელია. ღმერთმა ქნას, ყველაფერი გამოუვიდეს ცხოვრებაში. ფაქტია, ლეონიდ სლუცკი მას პროგრესში ძალიან ეხმარება.
ხვიჩა აიაქსში? ეს გუნდი საუკეთესოა იმის ცოდნაში, როგორ შექმნას ტალანტისგან ვარსკვლავი. ახალგაზრდა ბიჭები საკუთარ შემტევ სტილს არცერთ მატჩში არ ღალატობენ.
რას ვიზამ, თუ ხვიჩა დამირეკავს და მკითხავს, წავიდე თუ არა აიაქსშიო? ვეტყვი, კი წადი!” – განაცხადა ვიაჩესლავ კარავაევმა, რომელიც მიმდინარე სეზონში ზენიტთან ერთად რუსეთის ჩემპიონი გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.