ივნისი 4, 2023

ორიოდ დღეში ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში სტარტს სუმოს წლის მე-3 სუპერტურნირი ნაცუ ბაშო აიღებს.

იაპონიის სუმოს მამებმა პირველი ორი დღის ტოროკუმი ანუ შეხვედრების განრიგი გამოაქვეყნეს.

ქართველი რიკიში ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მე-7 მაეგაშირას რანგში გამოვა. მისი პირველი მეტოქე მონღოლი სუმიტორი მე-6 მაეგაშირა იჩინოჯო იქნება.

ლევან გორგაძე მეორე დღის ორთაბრძოლას მე-8 მაეგაშირა იაპონელ ცურუგიშოსთან ჩაატარებს.

ტოჩინოშინს მაისის ბაშოზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება, რათა კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი დააფიქსიროს და წოდება გაიუმჯობესოს.

წლევანდელი ნაცუ ბაშო კვლავ იოკოძუნების გარეშე ჩაივლის.
იოკოძუნა კაკურიუმ ინტაი გამოაცხადა ან კარიერა დაასრულა.
ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო კი სუპერტურნირზე ტრავმის მიზეზით ვერ გამოვა.

ნაცუ ბაშოზე პირველი დღის ბრძოლების განრიგი იხილეთ აქ:
http://www.sumo.or.

ზემოთაღნიშნული ბაშო სტარტს, ტრადიციულად კვირას, აიღებს.
ტურნირი 9 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.