
დღეს, ჯუდოს ყაზანის გრან-სლემზე ბოლო საშეჯიბრო დღეა.
ტურნირის ფინიშზე მედლები 5 წონით კატეგორიაში გათამაშდება.
ვაჟებში ურთიერთობას -90, -100 და +100 კილოგრამის ჯუდოკები გაარკვევენ, ხოლო გოგონებიდან ტატამიზე -78 და +78 კილოგრამ წონით კატეგორიის მონაწილეები გამოვლენ.
საქართველოდან ყაზანის გრან-სლემზე ლუკა მაისურაძე, იმედა გოგოძე (ორივე -90 კგ), ონისე სანებლიძე (-100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ)
იასპარეზებენ.
წინასწარი შეხვედრები 11:30 საათზე დაიწყება.
ფინალური ბლოკი 18:00 საათზეა დაგეგმილი.