მაისი 22, 2022
საინტერესოა, თუ რატომ აარიდა თავი ,,ტორპედომ” სპორტული მედია marca.ge – ს მიერ დასმულ კითხვებს.
მედიის წარმომადგენელი პრეს-ცენტრს რამდენიმე დღის წინ ესაუბრა – ლევან შოვნაძესთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით.
,,ტორპედოს” პრეს-ცენტრის წარნომადგენელმა marca,ge – ს წარმომადგენელს თავიდანვე განუსაზღვრა კითხვები და შეუზღუდა კიდეც.
ჟურნალისტის მხრიდან ყველაფრის გათვალისწინების მიუხედავად ,,ტორპედომ” ამ 5 კითხვასაც კი აარიდა თავი.  აღსანიშნავია რომ ჟურნალისტი ჯერ ტელეფონით ესაუბრა ,,ტორპედოს” წარმომადგენელს, ხოლო შემდეგ კითხვები mail – ზეც გადაუგზავნა.
კითხვები
 1. თქვენი აზრით მოახერხებს თუ არა​ ტორპედოს​ ეროვნულ ლიგაში  ადგილის შენარჩუნებას?
2.​ ქუთაისის ტორპედოს განვლილი 11 ტურის შემდეგ მოგება არ გააჩნია. რა არის ამის მიზეზი?
3. მომავალ ტურში საბურთალოსთან მძიმე მატჩი გელით. როგორ ემზადება გუნდი დედაქალაქელებთან შეხვედრისთვის?
4. თქვენი კონკურენტი გამოცდილი მეკარე დინო ჰამზიჩია. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?
5.ქუთაისის ტორპედოს ფანები საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულები არიან რას იტყოდით მათზე?
-წარმომადგენელს ვესაუბრე, თავიდანვე მითხრა თუ რა სახის კითხვები არ დამესვა. ეს შეეხებოდა გუნდის პრობლემებს, ახალ მწვრთნელებს და ხელფასებს.  მთხოვა გადამეგზავნა კითხვები, მივაწოდე რამდენიმე დღეა და არ დაგვიკავშირდნენ. – აცხადებს marca. ge – ს წარმომადგენელი.
მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გასცა ან აარიდა თავი marca.ge – ს მიერ დასმულ კითხვებს პასუხი ,,ტორპედომ” ეს უცნობია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.