
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის 1/4 ფინალში რაფაელ ნადალი იასპარეზებს.
მშობლიურ კორტებზე ნადალმა 1/8 ფინალურ ორთაბრძოლაში ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი დაამარცხა.
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა მეტოქეს 2-სეტში 6+3, 6-3 სძლია.
რაფაელ ნადალი მადრიდის მასტერსის ,1/4 ფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევისა და დიდ ბრიტანელ დანიელ ევანსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.