
Championat.com-ისა და კიდევ რამდენიმე რუსული წყაროს თანახმად, ყაზანის “რუბინის” ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა შემტევმა ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო 18 აპრილს და იმის შემდეგ, მოედანზე ის არ გამოჩენილა.
რუსული გუნდის ვინგერი უკვე მწყობრშია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შემდეგი შეხვედრისთვის ის მინიმუმ განაცხადში იქნება.
“წითელ-მწვანეები” 8 მაისს ესტუმრებიან ტულის “არსენალს”, რვა დღის შემდეგ, ანუ 16 მაისს კი ვოლგოგრადის “როტორს” მიიღებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ “ქვები” იბრძვიან ევროპა ლიგის საგზურისთვის, 20-წლის გარემარბის დაბრუნება მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ლეონიდ სლუცკის გუნდი 49 ქულით არის მეოთხე ადგილზე, თუმცა აღნიშნულ კოლექტივს ჰყავს არაერთი კონკურენტი, მათ შორის “სოჭი” (აგრეთვე 49 ქულა) და მოსკოვის “ცსკა” (47 ქულა