მაისი 20, 2022

 

თბილისის ლოკომოტივის 41 წლის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ეროვნული ლიგის მე-10 ტურში მომხდარი ინციდენტის გამო მკაცრად დასაჯა.

Marca.ge-ს ინფორმაციით, ლოკომოტივის მწვრთნელი საბურთალოსთან(0-1) წაგებულ მატჩში მსაჯთან დაპირისპირების გამო 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

აღნიშნული მატჩიდან ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა გავიდა, თელავთან(2-2), შესაბამისად, გიორგი ჭიაბრიშვილი მიმდინარე სეზონში ლოკომოტივს უშუალოდ მოედნიდან შემდეგ გუნდებთან ვერ უხელმძღვანელებს: დილა(სახლი), შუქურა(სტუმრად), სამტრედია(სახლი), დინამო ბათუმი(სახლი), სამგურალი(სტუმრად), ტორპედო(სახლი), დინამო თბილისი(სტუმრად), საბურთალო(სტუმრად), ლოკომოტივი(სახლი).

ეროვნული ლიგის 11 ტურის შემდეგ ლოკომოტივს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილსი მე-5 პოზიციაზეა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.