მაისი 18, 2022

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის ,,ჩელსი” იასპარეზებს.

,,არისტოკრატებმა” მადრიდის ,,რეალი” 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში 2:0 დაამარცხა.

ამ გუნდების პირველი ორთაბრძოლა ფრედ 1:1 დასრულებული.

ლონდონის ,,სტემფორდ ბრიჯის” სტადიონზე გამართულ მატჩში
მასპინძლები 28-ე წუთზე დაწინაურდნენ.
ნგოლო კანტე შესანიშნავი თამაშის შემდეგ კაი ჰავერცი დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა. მისი დარტყმა ხარიხამ აიახლიტა, თუმცა იქვე ტიბო ვერნერი გაჩნდა და მეტოქის კარი თავით დალაშქრა.

35-ე წუთზე ,,ჩელსის” მეკარემ სენეგალელმა ედუარდ მენდიმ გუნდი შესანიშნავ ნახტომში გადაარჩინა. აფრიკელმა ფრანგ ქარიმ ბენზემას თავური დარტყმა მოიგერია.

მეორე ტაიმის სტარტზე გერმანელ კაი ჰავერცს გასროლისას ბურთი ,,რეალის” კარის ძელს მოხვდა.

53-ე წუთზე ,,ჩელსის” ფეხბურთელი მეისონ მაუნტი ტიბო კურტუასთან პირისპირ გავიდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა.

59-ე ,,რეალი” კურტუამ იხსნა. ბენელუქსელმა კაი ჰავერცს არ გაატანინა.

66-ე წუთზე ,,არისტოკრატებმა” მადრიდელები კონტრიერიშზე დაიჭირეს. ნგოლო კანტეს დარტყმულს ფედერიკო ვალვერდე გადაეფარა და გუნდს ხიფათი ააცილა.

85-ე წუთზე ყველაფერი დასრულდა.
,,ჩელსიმ” ,,სამეფო კლუბის” კარში მეორე გოლი გაიტანა.
ამერიკელ კრისტიან პულიშიჩის გადაცემით თავი მეისონ მაუნტიმ გამოიჩინა.

საბოლოოდ, ,,ჩელსიმ” 2:0 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,მანჩესტერ სიტის” შეხვდება.

ინგლისური ფინალი 29 მარტს, სტამბულში გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა
1/2 ფინალი
ლონდონი, ,,სტემფორდ ბრიჯი”

,,ჩელსი” (ინგლისი) 2:0
,,რეალი’ (ესპანეთი)
28′ ვერნერი (1-0), 85′ მოუნტი (2-0)

,,ჩელსი”: მენდი, კრისტიანსენი, ტიაგო სილვა, რუდიგერი, ასპილიკუეტა (88′ ჯეიმსი), კანტე, ჯორჯინიო, ჩილუელი, ჰავერცი (90+4′ ჟირუ), მოუნტი (88′ ზიეჩი), , ვერნერი (68′ პულიშიჩი)
მთავარი მწვრთნელი: ტომას ტუხელი

,,რეალი”: კურტუა, ნაჩო, სერხიო რამოსი, მილიტაო, მენდი (63′ ვალვერდე), კროოსი, კაზემირო (76′ როდრიგო), მოდრიჩი, აზარი (89′ მარიანო დიასი), ჟუნიორ ვინისიუსი (63′ ასენსიო), ბენზემა
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.