
რუსეთის ქალაქ ყაზანში ჯუდოს გრან-სლემზე პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა.
საქართველოს ნაკრებიდან ტატამიზე 3 ჯუდოკა გამოვიდა.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა რუსეთში ოქროს მედალი მოიპოვა.
მან ფინალში მასპინძელთა ფავორიტ ჯუდოკას რობერტ მშვიდობაძეს მოუგო.
ბაგრატ ნინიაშვილს მედლამდე სულ ცოტა დააკლდა. მან ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ ბრძოლაში ყაზახ იასეტ კუანოვთან იპონით წააგო.
გოგონებში პირველი საშეჯიბრო დღე იაპონელი ჯუდოკების ტროუმფით დასრულდა.
გრან-სლემზე ოქროს მედლები მსოფლიოს ჩემპიონმა ფუნა ტონაკიმ და 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა უტა აბემ დაისაკუთრეს.
ესეც ჩემპიონ-პრიზიორები გოგონები
-48 კგ
1. ფუნა ტონაკი (იაპონია)
2. ირინა დოლგოვა (რუსეთი)
3. ირენა ხუბეცოვა (რუსეთი)
3. ფრანჩესკა მილანი (იტალია)
-52 კგ
1. უტა აბე (იაპონია)
2. ასტრიდ გნეტო (საფრანგეთი)
3. ანა ბოქს პერესი (ესპანეთი)
3. ეველინ შჩოპი (შვეიცარია)
-57 კგ
1. ჰელენ რესევუ (საფრანგეთი)
2. დარია მეჟეცკაია (რუსეთი)
3. მარიკა პერისიჩი (სერბეთი)
3. ტერეზა სტოლი (გერმანია)
ვაჟები
-60 კგ
1. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)
2. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)
3. დაურენ სიუკენოვი (ყაზახეთი)
3. რამაზან აბდულაევი (რუსეთი)
-66 კგ
1. მურად ჩოპანოვი (რუსეთი)
2.დმიტრი მინკოუ (ბელარუსი).
3. იაკუბ შამილოვი (რუსეთი)
3. იუსეტა კუანოვი (ყაზახეთი)