ოქტომბერი 1, 2023

 

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა. რუსული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 20 წლის ნახევარმცველი, რომელმაც ტრავმა აპრილის შუა რიცხვებში, ურალთან თამაშში მიიღო, უკვე მწყობრშია და შესაძლოა მოედანს ამ უქმეებზეც დაუბრუნდეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ ბარძაყის კუნთი 18 აპრილს, ურალთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში (1:0) მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. იყო რისკი, რომ ქართველი ფეხბურთელი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებდა, თუმცა პესიმისტური მოლოდინი არ გამართლდა.

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 28 ტურის შემდეგ, ყაზანის რუბინს 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, რაც კლუბს ევროპალიგის საგზურს იძლევა. დარჩენილ ორ ტურში რუბინს გასვლა ტულის არსენალთან უწევს (8 მაისს), რის შემდეგაც შინ ვოლგოგრადის როტორს მიიღებს (16 მაისს).

ამ მნიშვნელოვან მატჩებში კვარაცხელიას მოედანზე ყოფნა რუბინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. არის ალბათობა, რომ ხვიჩამ 8 მაისს, ტულაშიც ითამაშოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *