რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმისნმა თავის ტიტულებს ყაზანის გრან-სლემის ჩემპიონისთვის განკუთნილი ოქროს მედალიც მიუმატა.
ქართველმა ჯუდოკამ რუსულ ტატამიზე მასპინძელი 2-გზის ჩემპიონი რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა.
ფინალური ორთაბრძოლა დრამატული გამოდგა.
ჩხვიმიანისა და მშვიდობაძის დაპირისპირება 8:19 წუთი გასტანა.
უმძიმესი ბრძოლის აკორდი ჩხვიმიანის აღებული ვაზარი იყო, რომელმაც ქართველს ოქროს მედალი მოუტანა.
ლუხუმ.ჩვიმიანის პატივსაცემად, რუსეთში საქართველოს ეროვნული ჰიმნი ჟღერს.
რამდენიმე წუთში ტატამიზე ბაგრატ ნინიაშვილი გამოვა და შეხვედრას ბრინჯაოს მედლისთვის ჩაატარებს.