დეკემბერი 9, 2022

„როტორის“ ქართველმა შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა პირველი არხის ეთერში, გადაცემა „ტაიმაუტში“ ჩართვისას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, კვარაცხელია 99%-ით „რუბინიდან“ რომელიმე ევროპულ გრანდში გადავა.

„რუბინში“ რომ ჩავედი, ქართველი არავინ იყო, შემდეგ ჩამოვიდა ხვიჩა კვარაცხელია, ბექა მიქელთაძე და ბოლოს ნიკა ყიფიანი. ერთად უფრო გაგვიმარტივდა ადაპტაცია.

ჩემი და ხვიჩას მეგობრობა ბავშვობიდან დაიწყო. 11 წლიდან ერთად ვთამაშობთ, ასაკობრივი ნაკრებების პერიოდიც ერთად გავიარეთ. ერთმანეთი, ასე ვთქვათ, თვალდახუჭული ვიცით, როდესაც მას ჰქონდა ბურთი, ვიცოდი, სად უნდა გავხსნილიყავი და პირიქით… შემეძლო ისე მიმეცა პასი, რომ არც შემეხედა.

რაც შეეხება ხვიჩას ტრანსფერს, და თვითონაც არ საუბრობს ჯერ, თუმცა 99%-ით გადაწყვეტილია, ზაფხულში რომელიმე დიდ კლუბში ვიხილავთ“, – განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი ყაზანის „რუბინის“ საკუთრებაა და ამჟამად, „როტორში“ იჯარის წესით თამაშობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.