ოქტომბერი 1, 2023

რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ჯუდოს გრან-სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველებს ორი მედლის მოპოვების შანსი გვაქვს.

ტურნირის ჩემპიონის ოქროს მედლისთვის ლუხუმ ჩხვიმიანი იბრძოლებს.
ბაგრატ ნინიაშვილი კი ბრინჯაოს მედლის აღებას შეეცდება.

60 კილოგრამ წონით კატეგოროაში მოასპარეზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლუხუმ ჩხიმიანმა ფინალამდე 4 ორთაბრძოლა მოიგო.

ჩხვიმიანმა პირველ შეხვედრაში კამერუნელი ბერნადინ ცალა ცალა ვაზარის უპირატესობით დაამარცხა.
მეორე წრეში პორტუგალიელ კოსტა როდრიგო ლოპესს იპონით მოუგო.

1/4 ფინალირ დაპირისპირებაში ჩეხ დავიდ პულკრაბეკის ვაზარით სძლია.

1/2 ფინალში კი რუს რამაზან აბდულაევთან გამარჯვება ოქროს დროში მოიპოვა.

ლუხუმ.ჩხვიმიანის მეტოქე ფინალში კიდევ ერთი რუსი ევროპის 2-გზის ჩემპიონი რობერტ მშვიდობაძე იქნება.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა ერთმანეთის მიყოლებით სერბი სტრაჰინია ბუნჩიჩი, მოლდოველი დენის ვიერუ, საუდის არაბეთის წარმომადგენელი აბდულაზიზ ალბაში და რუსი არამ გრიგორიანი დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა.

ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში კი რუს.მურად ჩოპანოვთან იპონით წააგო.

ბრინჯაოს შეხვედრაში ბაგრატ ნინიაშვილი ყაზახ იესეტ კუანოვს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი სტარტს 18:00 საათზე აიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *