მაისი 17, 2022

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს გიორგი წიტაიშვილს, რომელიც კიევის დინამოდან პოლტავის ვორსკლაშია განათხოვრებული, როგორც ჩანს, დედაქალაქურ კლუბში დაბრუნება დიდად არ სურს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წიტაიშვილს კიევის დინამოსთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ვორსკლას ღირსება კი იჯარით ამ წლის იანვრიდან სეზონის ბოლომდე უნდა დაეცვა. 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ამ გუნდში სულ 4 მატჩის ჩატარება მოასწრო (1 გოლი), მარტის დასაწყისში კი ფეხი მოიტეხა და ოპერაცია დასჭირდა. გამოითქვა ვარაუდი, რომ გიორგის ორი თვე გაუცდებოდა.

footballgazeta-ს ცნობით, გიორგი წიტაიშვილი “კიევში დაბრუნების სურვილით არ იწვის” და ვორსკლაში დარჩენა სურს, რომელთანაც იჯარა ჯერ კიდევ აკავშირებს.

გიორგი წიტაიშვილი წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია. ის ისრაელშია დაბადებული, მაგრამ უკრაინის მოქალაქეა და ბოლო დრომდე ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა. გიორგიმ უკრაინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2019 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.