მაისი 24, 2022

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ უნგრეთის თასი აღმართა.

ბერიძის ,,უიპეშტმა” ფინალში ბუდუ ზივზივაძის ,,ფეჰერვარი” 1:0 დაამარცხა.

მატჩის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

,,უიპეშტმა” კოსოვოელი ლირიმ კასტრატის 101-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

გიორგი ბერიძე ,,უიპეშტის” ძირითად შემადგენლობაში იყო და 114-ე წუთზე შეცვალეს.
ბუდუ ზივზივაძემ მატჩი სრულად ჩაატარა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.