
რამდენიმე წუთში ,,მანჩესტერ სიტისა” და ,,პსჟ”-ს შორის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი მატჩი გაიმართება.
პირველი შეხვედრა პარიზში ,,სიტის” 2:1 მოიგო.
გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პეპ გვარდიოლამ და მაურისიო პოჩეტინომ სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს.
ჩემპიონთა ლიგა
განმეორებითი მატჩი
მანჩესტერი, ,,ეტიჰად სტედიუმი”
,,მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) : ,,პსჟ” (საფრანგეთი)
,,მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, რუბენ დიასი, ზინჩენკო; ბერნანდო სილვა, ფერნანდინიო, გუნდოგანი; მაჰრეზი, დე ბრუინი, ფოდენი
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
,,პსჟ”: ნავასი; ფლორენცი, მარკინოსი, კიმპემბე, დიალო; ერერა, პარედესი; დი მარია, ნეიმარი, ვერატი; იკარდი
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
შეხვედრა სტარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.