
ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირს პირველივე წრეში დაემშვიდობა.
მიუნხენის ტრიუმფატორმა ფრანგ ბენუა პერისთან წააგო.
ფრანგმა ბასილაშვილი 2-სეტში 6-4, 7-5 დაამარცხა.
ბენუა პერი ტურნირის 1/16 ფინალში ტურნირზე მე-4 ნომრად განთესილ ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება.