
მადრიდის მასტერსის 1/4 ფინალში თამაშის უფლება WTA-ს რეიტინგის მე-16 ჩოგანმა ელის მერტენსმა მოიპოვა.
ბელგიელმა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რუმინელი სიმონა ჰალეპი დაამარცხა.
მერტენსისა და ჰალეპის ორთაბრძოლა დაძაბული გამოდგა.
ბენელუქსელმა ლამაზმანმა მეტოქეს 3-სეტში 4-6, 7-5, 7-5 სძლია.
მადრიდის მასტერსის 1/4 ფინალში ელის მერტენსი ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილ ბელარუს ჩოგბურთელ არინა საბალენკას შეხვდება.
აღნიშნული დაპირისპირება 5 მაისს, შედგება.