
დღეს, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საჩოგბურთო ტურნირზე ჩაერთვება.
ბასილაშვილი მადრიდის მასტერსზე პირველ შეხვედრას 1/32 ფინალურ ეტაპზე ფრანგ ბენუა პერისთან ჩაატარებს.
ბასილაშვილი და პერი ერთმანეთს აქამდე 4-ჯერ შეხვედრიან.
ოთხიდან სამი ბრძოლა ფრანგმა ჩოგბურთელმა მოიგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ბენუა პერის ორთაბრძოლა 16:00 საათისთვის არის დანიშნული.