
ჟურნალისტი თეა ადეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე 92 წლის რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფოტოს აქვეყნებს, წარწერით – “მიყვარს.” ღოღობერიძე ჩოგბურთის კორტებისკენ მიემართება.
რეჟისორი შესანიშნავ ფორმაშია და ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებს.
პოსტს უამრავი დადებით კომენტარი მოჰყვა: “ვგიჟდები ამ ქალზე! ეგეთი საღი ადამიანი, მეორე არ გვყავს ერს!”, “დედამიწის მეგობარი “, “ასეთი ადამიანები აძლევენ ცხოვრებას სხვა მნიშვნელობას”, “რა ენერგია, რა შემართება და ცხოვრების ხალისი” – წერენ კომენტარებში.
როგორც ირკვევა, ლანა ღოღობერიძე დღეს Georgia Open-ის ფარგლებში ფინალურ მატჩს ითამაშებს. აღნიშნულის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ლანა ღოღობერიძის შვილიშვილი, ლადო რიგვავა აქვეყნებს.