
მადრიდის მასტერზე მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ 1/8 ფინალური ბარიერი წარმატებით დასძლია.
ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა პოლონელი იგა სვიატეკი 2-სეტში 7-5, 6-4 დაამარცხა.
ეშლი ბარტი 1/4 ფინალში ჩეხ პეტრა კვიტოვას დაუპირისპირდება.
კვიტოვამ ბარტისთან შეხვედრის უფლება რუს ვერონიკა კუდერმეტოვასთან 3-სეტიან ბრძოლაში 6-3, 4-6, 6-4 გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.
ბარტისა და კვიტოვას ორთაბრძოლა 5 მაისს, შედგება.