მარტი 21, 2023

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რუსული კლუბის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში 20 წლის ქართველმა შემტევმა ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

რუბინის ვებგვერდის ცნობით, კვარაცხელიას ხმა გამოკითხულ გულშემატკივართა 90%-მა მისცა! ხვიჩამ აპრილში 3 მატჩი ჩაატარა, ყაზანელებმა სამივე მოიგეს და მათ შორის, სოჭისთან გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:0.

ხვიჩა ამჟამად ტრავმირებულია – მას მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მოედანზე გასვლას მიმდინარე სეზონში, რომლის დასრულებამდე მხოლოდ 2 ტურია დარჩენილი.

რუბინის მაისურით 20 წლს ფეხბურთელმა ამ სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 23 მატჩში თავი 4 გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა (მითვლილია მოპოვებული პენალტებიც).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.