მარტი 21, 2023

ფამაგუსტას ,,ანორთოსისის” პრეზიდენტმა ევგენიოს ჰამპულასმა ,,BeerTalks”-თან ინტერვიუში თემურ ქეცბაიაზე ისაუბრა.

,,ანორთოსისის” პრეზიდენტს სურვილი აქვს, რომ ქეცბაიას გუნდის მწვრთნელად დარჩეს.

ევგენიოს ჰამპულასი:
,,თემურ ქეცბაიას შენარჩუნება გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირე.
მიმაჩნია, რომ ქეცბაია კარგი მწვრთნელია, რომელსაც
,,ანორთოსისისთვის” ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული.
მნიშვნელოვანია, გუნდში სტაბილობა იყოს.
მწვრთნელები და ფეხბურთელები ხშირად არ უნდა იცვლებოდნენ.
ვფიქრობ, ჩვენი გუნდის მწვრთნელს უნდა დავუჭიროთ და მოთმინება გამოვიჩინოთ, მაშინაც კი, თუ წლის განმავლობაში ზოგიერთი შედეგი ჩვენს მოლოდინს არ შეესაბამება”- აცხადებს ,,ანორთოსისის” პრეზიდენტი.

დიდი შანსია იმის, რომ თემურ ქეცბაიამ 15 მაისს ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან“ კვიპროსის თასის ფინალში „ანორთოსისი“ მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლოჯერ გაიყვანოს. ამის შესახებ თავად ქართველმა სპეციალისტმა განაცხადა, თუმცა, ფამაგუსტას კლუბის ხელმძღვანელობას მისი შენარჩუნება სურს და პირობების გაუმჯობესებას სთავაზობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.