მარტი 31, 2023

,,ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ,,ვალენსიასთან” დასრულებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კატალონიური გრანდის საჩემპიონო შანსებზე და განვლილი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

კუმანი ჩემპიონობის შანსს არ კარგავს და აცხადებს, რომ მის გუნდს ყველა შეხვედრის მოგება შეუძლია.

რონალდ კუმანი: ,,ვალენსიასთან” მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ. ეს გუნდი საკუთარ სტადიონზე ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და ასე იყო ახლაც.
მთავარია მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ და ჩემპიონობის ნორმალური შანსი  გაგვაჩნია.
საჩემპიონო მარათონი გრძელდება.
წლევანდელი ლა ლიგა ბოლო წლებში ყველაზე დაძაბულია.
,,ბარსელონას” წინ კიდევ 4 გადამწყვეტი ბრძოლა ელის და დარწმუნებული ვარ ყველა ამ შეხვედრის მოგება შეგვიძლია.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ლიდერ მადრიდის
,,ატლეტიკოსთან” შეხვედრა, სადაც ბევრი რამე გადაწყდება, თუმცა ჩვენს წინააღმდეგ ,,ლევანტე”, ,,სელტა” და ,,ეიბარიც” არაფერს დათმობენ.
სამწუხაროა, რომ ჩემპიონობის ბედი მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული და კონკურენტების ქულების დაკარგვაც გვჭირდება. ” – აცხადებს რონალდ კუმანი.

,,ვალენსია” 2:3 ,,ბარსელონა”
50′ გაბრიელ პაულისტა (1-0), 57′ მესი (1-1), 63′ გრიზმანი (2-1), 69′ მესი (2-3)
გამოუყენებელი პენალტი: 57′ მესი (,,ბარსელონა”)
1. ,,ატლეტიკო” 76
2. ,,რეალი” 74
3. ,,ბარსელონა” 74

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.