დეკემბერი 8, 2022

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურის შეხვედრაში ტურინის ,,იუვენტუსმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

,,ბებერმა ქალბატონმა” სტუმრად, ,,უდინეზე” 2:1 დაამარცხა.

მატჩის გმირი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრისტიანუ რონალდუ გახდა. მან დუბლი შეასრულა.
რონალდუს სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 27 გოლი დაუგროვდა და ტურნირის ბომბარდირია.

,,იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად გააფთრებით იბრძვის.
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ,,ინტერი” ჩემპიონი გახდა.

აი ,,მილანს”, ,,ატალანტას” და ,,იუვენტუსს” 69-69 ქულა აქვთ და II-IV ადგილებს იყოფენ.
მე-5 ადგილს 67 ქულით ,,ნაპოლი” იკავებს.

,,უდინეზე” 1:2 ,,იუვენტუსი”
10′ ‘მოლინა (1-0), 83′ პენ. 89’ რონალდუ (1-1, 1-2)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.