დეკემბერი 7, 2022

დიეგო მარადონას გარდაცვალება ექიმების ბრალია – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ სამედიცინო საბჭომ, რომელიც მარადონას გარდაცვალების გამოსაძიებლად მოიწვიეს, დაასკვნა, რომ სამედიცინო ჯგუფი ფეხბურთელის მიმართ “არაადეკვატურად, არასრულად და უგუნურად” მოქმედებდა. Football Italia კი წერს, რომ მარადონა ექიმებმა სიცოცხლის უკანასკნელ 12 საათში უყურადღებოდ დატოვეს.

გამოძიების დასკვნაში წერია ისიც, რომ ექიმებმა მარადონას მდგომარეობის შესახებ კარგად იცოდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გულგრილები აღმოჩნდნენ და ის უყურადღებოდ დატოვეს. ექიმებმა იცოდნენ ისიც, რომ სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გაუარესებულიყო.

ცნობისთვის, მარადონას დაკრძალვის შემდეგ, მისი ოჯახის წევრები და ადვოკატები ამბობდნენ, რომ მარადონას შეუსაბამო მკურნალობა ჩაუტარდა და მისი გადარჩენა შესაძლებელი იყო. ამის გამო ოჯახმა სასამართლოშიც იჩივლა.

1 thought on ““მარადონას გადარჩენა შესაძლებელი იყო… მისი გარდაცვალება ექიმების ბრალია” – გამოძიება

  1. ოღონდ ექიმებს დააბრალონ! მარადონა რა ცხოვრებასაც ეწეოდა ყველა ორღობეში იციან! (სმწუხაროდ)!!! რა სისულელეა, ვინ არ მიაქცევდა დიეგოს ყურადღებას??? ეს ხომ აფსურდია!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.