
საკალათბურთო ევროლიგის 1/4 ფინალური სერიის მე-4 შეხვედრაში ,,ზენიტმა” ,,ბარსელონას” სძლია და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრა რუსულმა კლუბმა 13-ქულიანი სხვაობით 74-61 მოიგო.
მატჩის MVP ,,ზენიტის” სლოვენიელი კალათბურთელი კევინ პანგოსი გახდა. მან 22 ქულა, 2 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.
,,ბარსელონადან” ყველაზე მეტი 19 ქულა ბერძენმა ნიკ კალატესმა მოაგროვა.
,,ბარსელონასა” და ,,ზენიტის” გადამწყვეტი ორთაბრძოლა ესპანეთში 4 მაისს, შედგება.
გამარჯვებული გუნდი ოთხთა ფინალში ითამაშებს.