ოქტომბერი 7, 2022
26 -30 აპრილს ბათუმში ჩატარდა აჭარის ღია პირველობა ჩოგბურთში, სადაც მონაწილეობა მიიღეს  პატარა ჩოგბურთელებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.
გთავაზობთ ქუთაისლელი პრიზიორების სახელებს და გვარებს.
მარიამ მეფარიშვილი – მეორე ადგილი
ტასო გვეტაძე -პირველი ადგილი
მარიამ არსენიძე – მეორე ადგილი
სარა მაღლაკელიძე – მესამე ადგილი
ანი გოგლიჩიძე – მესამე ადგილი
თეკლა გვენეტაძე – მეორე ადგილი
ყველაზე დაბალ ასაკში ჩემპიონი გახდა გაბრიელ შარვაშიძე – 6 წლის, რომელმაც ფინალი მოუგო მის დას, ნინი შარვაშიძეს.
– ამ ბავშვებს უწევთ ურთულეს პირობებში ვარჯიში,  ნორმალური კორტები არ აქვთ, დარბაზი საერთოდ არ გააჩნიათ და ცუდ ამინდში საერთოდ ვერ ვარჯიშობენ.
მოგეხსენებათ ახლა მთელს მსოფლიოში პანდემიაა და ამან კიდე უფრო გაართულა ბავშვების მომზადება, ყველაფრის მიუხედავად ამ ბავშვებმა მოახერხეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს აჭარის ღია პირველობაზე. რაც ყველაზე მეტად მათი მწვრთნელების დამსახურება არის, დიდი მადლობა გია ზივზივაძეს და ლილე ჩაჩხიანს ასეთი ნიჭიერი ბავშვების აღზრდისთვის რთული პირობების მიუხედავად. – აღნიშნა marca.ge –  თან საუბარში ერთ-ერთმა მშობელმა.
marca.ge ულოცავს გამარჯვებულ ჩოგბურთელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.