ივლისი 2, 2022

უეფას ევროპა ლიგის 1/2 ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” ,,რომა” გაანადგურა.

ოლე გუნარ სოლსკიაერის ბიჭებმა იტალიის დედაქალაქის გუნდი 6:2 დაამარცხეს და ფაქტობრივად, ფინალის საგზური ჯიბეში აქვთ.

,,მანჩესტერ იუნაიტედიდან” შეხვედრაში დუბლი პორტუგალიელმა ბრუნო ფერნანდეშმა და ურუგვაელმა ედისონ კავანიმ შეასრულეს.
თითო გოლი ფრანგმა პოლ პოგბამ და მეისონ გრინვუდმა გაიტანეს.

მეორე 1/2 ფინალურ მატჩში ესპანურმა ,,ვილიარეალმა” ლონდონის ,,არსენალს” 2:1 სძლია.

ევროპა ლიგის განმეორებითი 1/2 ფინალური მატჩები 6 მაისს, შედგება.

,,მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი) 6:2 ,,რომა” (იტალია)
9′ ფერნანდეში (1-0), 15′ პელეგრინი (1-1), 34′ ჯეკო (1-2), 48′ 64′ კავანი (2-2, 3-2), 71’ფერნანდეში (4-2), 75′ პოგბა (5-2), 86′ გრინვუდი (6-2)

,,ვილიარეალი”  (ესპანეთი) 2:1 ,,არსენალი”  (ინგლისი)
5′ ტრიგეროსი (1-0), 29′ ალბიოლი (2-0), 73′ პეპე პენ. (2-1)
გაძევება: 57′ სებალიოსი (,,არსენალი”), 80′ კაპო (,,ვილიარეალი”)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.