ოქტომბერი 2, 2023

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ერთმანეთს ,,პსჟ” და ,,მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდებიან.

პარიზის, ,,პარკ დე ფრენსის” სტადიონზე გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ორივე გუნდი მატჩს საბრძოლო შემადგენლობით ხვდება.
ერთადერთი პარიზელებს ესპანელი ხუან ბერნატი არ ეყოლებათ.

,,პსჟ”-მ საფრანგეთის ჩემპიონატში ბოლო შეხვედრა ,,მეცთან” 3:1 მოიგო და მანჩესტერელების წინააღმდეგ კარგ ხასიათი შეიქმნა.
იმ მატჩში დუბლი კილიან მბაპემ შეასრულა. ერთი გოლი კი არგენტინელმა მაურო იკარდიმ გაიტანა.
,,მანჩესტერ სიტიმ” კი ინგლისის ლიგის თასი მოიპოვა.
,,ქალაქელებმა” ფინალში ,,ტოტენჰემი” ფრანგ აიმერიკ ლაპორტეს გოლით 1:0 დაამარცხეს.

,,პსჟ” და ,,მანჩესტერ სიტი” ერთმანეთს სულ 3-ჯერ არიან შეხვედრილნი.
აქედან 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
ერთხელ კი ,,სიტიმ” გაიმარჯვა.

სავარაუდო შემადგენლობები:
ჩემპიონთა ლიგა
1/2 ფინალი
პარიზი, ,,პარკ დე ფრენსი”

,,პსჟ” (საფრანგეთი) :
,,მანჩესტერ სიტი” (ინგლისი)

,,პსჟ: ნავასი; ფლორენცი, მარკინოსი, კიმპემბე, დიალო; გუეი, პარედესი; დი მარია, ვერატი, ნეიმარი; მბაპე
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

,,მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; უოლკერი, სტოუნი, რუბენ დიასი, კანსელო; როდრი, გუნდოგანი; მაჰრეზი, დე ბრუინი, ფოდენი; ბერნანდო სილვა
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *