დეკემბერი 2, 2023

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობას მიუნხენში დაგეგმილ ტურნირში მიიღებს.

გერმანიის კორტებზე ბასილაშვილი პირველ შეხვედრას 27 აპრილს, ჩაატარებს.

ჩვენებური. ტურნირის 1/16 ფინალურ ეტაპზე ATP-ს რეიტინგის 78-ე ჩოგან ბრაზილიელ ტიეგო მონტეიროს შეხვდება.

ბასილაშვილი და მონტეირო ერთმანეთს ერთხელ არიან შეხვედრილნი.
მათი დაპირისპირება გასულ წელს ,,როლან გაროსის” ,,დიდი მუზარადის” ტურნირზე შედგა.
იქ სამხრეთ ამერიკელმა ქართველ ჩოგბურთელს 3-სეტში 7-5, 6-2, 6-4 მოუგო.

მიუნხენის ტურნირზე ბასილაშვილისა და მონტეიროს ორთაბრძოლა თბილისის დროით 14:30 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *