
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 32-ე ტურში მადრიდის ,,ატლეტიკო” ბასკეთში ,,ბილბაოსთან” დამარცხდა.
ბასკებმა ლა ლიგის ლიდერს 2:1 სძლიეს.
,,ბილბაომ” სწრაფი გოლი გაიტანა. მასპინძლები მე-8 წუთზე ალეხანდრო ბერენგურმა დააწინაურა.
77-ე წუთზე დედაქალაქელებმა წონასწორობა აღადგინეს.
ბელგიელ იანიკ კარასკოს პასით თავი მონტენეგროელმა სტეფან სავიჩმა გამოიჩინა.
ბასკებმა გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე გაიტანეს. გოლის ავტორი ინიგო მარტინესი გახდა.
ამ შედეგის მიუხედავად, მადრიდის ,,ატკეტიკო” 73 ქულით ლა ლიგის ლიდერობას ინარჩუნებს.
,,რეალს” და ,,ბარსელონას” 71-71 ქულა გააჩნიათ და II-III ადგილებს იყოფენ.
კატალონიელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და პოტენციური ლიდერები არიან.
,,ბილბაო” 2:1 ,,ატლეტიკო”
8′ ბერენგური (1-0), 77′ სავიჩი (1-1), 86′ მარტინესი (2-1)
,,სევილია” 2:1 ,,გრანადა”
16′ რაკიტიჩი პენ. (1-0), 53′ ოკამპოსი (2-0), 90′ სოლდადო პენ. (2-1)
,,სელტა” 2:1 ,,ოსასუნა”
42′ ასპასი (1-0), 64′ მურილიო (2-0), 77′ ტორესი (2-1)