დეკემბერი 8, 2022

 

დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონატის მე-10 ტურში ქუთაისის ტორპედოსთან ფრეს (1:1) დასჯერდა, რის შედეგადაც დინამო თბილისთან ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მხოლოდ 1 ქულით. გია გეგუჩაძის გუნდმა ბოლო ორ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა, რაც მოლოდინს არ შეესაბამება. 

არჩილ ბერიძე :

თამაშს ძალიან ცუდად შევაფასებ, ეს გულშემატკივრების უპატივცემულობაა! აუცილებლად მივიღებთ ზომებს, რათა დასკვნები გამოვიტანოთ ასეთი უსუსური თამაშიდან – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. შეხვედრის შემდეგ სპორტულ დირექტორთან მქონდა საუბარი და ვფიქრობთ, ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გამოვასწოროთ ყველაფერი. დინამო ბათუმმა სანახაობრივი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. მალე დაბრუნდება შედეგი და თამაშის ხარისხიც მოსაწონი იქნება”, – აცხადებს ბერიძე.

იგი არც განვლილ 10 ტურში მოპოვებული 19 ქულითაა კმაყოფილი, თუმცა ამბობს, რომ ამას ჰქონდა თავისი მიზეზები – მათ შორის ის, რომ დინამო ბათუმს პირველ წრეში საკუთარ სტადიონზე არ უთამაშია: “გუნდმა პრაქტიკულად ათივე თამაში სტუმრად ჩაატარა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს დრო უკვე ჩაბარდა წარსულს და იმედი მაქვს, ძალიან დიდი ხნით. მომდევნო ტურებიდან დინამო ბათუმი შინ ითამაშებს. ჯონი ბაკურიძის ბაზაზე მიმდინარეობდა სამუშაოები, რომლის პირველი ეტაპი დასრულდა, მინდორი გამოიცვალა და გუნდი სავარჯიშო პროცესსაც ბათუმში უბრუნდება და საშინაო მატჩებსაც საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. მინდა, ნამდვილ გულშემატკვრებს განვლილი 10 ტურისთვის ბოდიში მოვუხადო და დავარწმუნო, რომ ყველაფერი გამოსწორდება და თავის ადგილზე დადგება.”

‘ნამდვილ გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი, ყველაფერი გამოსწორდება და თავის ადგილზე დადგება’

არჩილ ბერიძე უმთავრეს პრობლემას იმაში ხედავს, რომ გუნდი ვერ ვარჯიშობდა სათანადოდ და არ ჰქონდა პირობები, რომ თამაშებისთვის კარგად მომზადებულყო: “პირველ რიგში პრობლემა არის ის, რომ გუნდი სათანადოდ ვერ მოემზადა, თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ ნორმალურ პირობებში არ უვარჯიშია. მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობა უძლიერესია, სავარჯიშო პირობები გვქონდა ძალიან ცუდი, გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს წარსულს ჩაბარდა და 8-9-თვიანი პაუზის შემდეგ, ბათუმში, ბაზაზე ვბრუნდებით”.

ბერიძემ კომენტარი მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის შესახებაც გააკეთა, რომელსაც ნდობას უცხადებს, ხოლო ფეხბურთელებზე კი აღნიშნა, რომ მათთან მკაცრი საუბარი ექნება: “ჯერჯერობით მწვრთნელის შეცვლას გამოვრიცხავ. შევიკრიბებით, უახლოეს თამაშებში მიზანს დავუსახავთ და ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული. მოკლედ, ჯერჯერობით მწვრთნელის შეცვლა არ განიხილება. არ ვფიქრობ, რომ ახალმა ფეხბურთელებმა ვერ გაამართლეს, ეს შედეგებიდანაც ჩანს. ყველას მიეცემა შანსი და დინამო ბათუმი თავის თამაშს აუცილებლად ითამაშებს. თუმცა, დღევანდელი და წინა მატჩის გამო თავიდან ბოლომდე ფეხბურთელებს ვადანაშაულებ, რომლებსაც, ცოტა არ იყოს, არ აქვთ გათავისებული, რა ფორმა აცვიათ და რამხელა გულშემატკივრების არმია დგას თითოეული მათგანის უკან. ამის გამო ფეხბურთელებთან ძალიან მკაცრი საუბარი გვექნება. მათთან მიმართებაში უფრო რადიკალური ზომების მიღებასაც არ გამოვრიცხავ!“

დინამო ბათუმს 10 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს, მე-2 ადგილზეა და ლიდერ დინამო თბილისს 3 ქულით ჩამორჩება. გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში, 29 აპრილს, სტუმრად ქობულეთის შუქურას შეხვდება

59 thoughts on “არჩილ ბერიძემ დინამო ბათუმის თამაში შეაფასა

  1. Indihome Jakarta Timur saat ini datang dengan pelayanan pasang jaringan Indihome lewat cara online, anda tidak butuh ada ke kantor indihome untuk
    lakukan pendaftaran penempatan indihome. Ini sebagai wujud service digital paling depan dari
    Indihome Jakarta Timur buat membantu penduduk Jakarta Timur yang
    pengin nikmati jaringan internet cepat indihome.
    Dengan memakai Tehnologi Fiber Optik, kami tawarkan sejumlah pelayanan paket internet seperti Singgel Play, Dual Play juga Triple Play.
    Disamping itu kami pun tawarkan beberapa Add On Favorit buat anda
    rasakan sama keluarga.

  2. Indihome Jakarta Timur sekarang datang dengan pelayanan pasang jaringan Indihome lewat cara online, anda
    tidak butuh hadir ke kantor indihome untuk lakukan register penempatan indihome.
    Ini sebagai wujud service digital paling depan dari Indihome Jakarta Timur buat mempermudah orang Jakarta Timur yang
    ingin nikmati jaringan internet cepat indihome. Dengan memanfaatkan Tehnologi Fiber Optik, kami menjajakan sejumlah pelayanan paket internet seperti
    Singgel Play, Dual Play serta Triple Play. Tidak hanya itu
    kami pula menjajakan beberapa Add On Favorit buat anda rasakan dengan keluarga.

  3. Hi there!
    I know this is kind of off topic but I was wondering which blog platform are you using for this
    site? I’m getting sick and tired
    of WordPress because I’ve had issues with hackers and
    I’m
    looking at alternatives for another platform. I would
    be
    great if you could point me in the direction of a good platform.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.