მარტი 29, 2024

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ბერძნულ-რომაული სტილის ქართველმა მოჭიდავემ შმაგი ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

72 კილოგრამ წონით კატეგორიის გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა სომეხი მალხას ამოიანი 4-1 დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

შმაგი ბოლქვაძემ ფინალამდე 3 გამარჯვება იზეიმა

ქართველმა 1/8 ფინალში შვედი დანიელ მატია სოინი 4-0 დაამარცხა.
1/4 ფინალში რუს ჩირგიზ ლაბაზანოვს 2:0 სძლია.

1/2 ფინალში კი უნგრელ ატილა ფრიტჩს 3-1 მოუგო.

82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი აივენგო რიკაძემ აიღო.
ქართველმა სომეხ კარაპეტ ჩალიანს 3:2 სძლია.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ქართველებმა 4 მედლით დაასრულეს.

ესეც ქართველი ჩემპიონ-პრიზიორები:
ოქრო: შმაგი ბოლქვაძე
ვერცხლი: იაკობ ქაჯაია
ბრინჯაო: ლერი აბულაძე, აივენგო რიკაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *